გაამწვანე

m²-მა აღდგენით სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

01.11.2017

მთაწმინდის ტერიტორიის 26 000 კვ.მ-ის ფართობზე 3000 ხე-მცენარე დაირგვება.

1-ლი ნოემბერი, 2017 წელი - კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტი m² -ის დაკვეთით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა მოამზადეს. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი როგორც ნახანძრალი 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის გატყევება-აღდგენის, ასევე მისი შემდგომი მოვლის ეტაპები და პროცედურები. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მომზადებულმა დოკუმენტმა საბოლოო სახე რამდენიმე დღის წინ მიიღო, როდესაც m² -მა გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. მათი წინადადებების უმეტესობა სატენდერო დოკუმენტში იქნა გათვალისწინებული. ტენდერი მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის გატყევება-აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებით 1-ელ ნოემბერს გამოცხადდა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს თავიანთი წინადადებების წარმოდგენა 15 ნოემბრამდე შეეძლებათ. კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციაზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. m² -ის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.

სხვა სიახლეები:
#გაამწვანე