გაამწვანე

m² მთაწმინდის ფერდობს აღადგენს

17.01.2018

მთაწმინდის ტერიტორიის 26 000 კვ.მ-ის ფართობზე 3000 ხე-მცენარე დაირგვება.

30 აგვისტო, 2017 წელი - კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე მწვანე საფარისა და ლანდშაფტის აღდგენას საკუთარ თავზე იღებს. რეაბილიტაციის ინიციატივა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს დღეს გააცნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომლებიც მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციის პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან.

კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობის დამწვარი ტერიტორიის აღდგენის საკითხზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. რის შემდეგაც ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან, ქალაქის მერიასთან, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად დეტალურ პროექტზე დაიწყო მუშაობა. პროექტის მიზანი დამწვარი 26 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიის სრულად აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი გარემოს შექმნაა. მთაწმინდის მთაზე ხანძარი 2017 წლის 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს წაეკიდა და დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. კომპანია „m² უძრავი ქონება“, მისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის თანახმად, საკუთარ თავზე იღებს მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი ტორიტორიის, როგორც მწვანე საფარის აღდგენასა და ლანდშაფტის რეაბილიტაციას, ასევე მის შემდგომ მოვლას.

სხვა სიახლეები:
#გაამწვანე