გაამწვანე

რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

28.06.2018

მთაწმინდის ტერიტორიის 26 000 კვ.მ-ის ფართობზე 3000 ხე-მცენარე დაირგვება.

28 ივნისი, 2018 წელი - კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების შესახებ მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსთან, გიგა გიგაშვილთან ერთად განაცხადა. m²-მა ამ დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქციაც გამართა, რომელიც ტერიტორიაზე ბუჩქების ჩარგვას მოიცავდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციისა და კომპანია „დიოს“ თანამშრომლებმა. ასევე, საქართველოს საერთაშიროსუ უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

„m² უძრავი ქონების“ მიერ დაფინანსებული მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-გატყევების პროექტის პირველი ეტაპი 26 000 კვ.მ-ის ტერიტორიაზე ტერასებისა და ბილიკების მოწყობას, 8 სახეობის 3 000 ხე-მცენარის ჩარგვასა და სარწყავი სისტემის დამონაჟებას მოიცავდა. აღნიშნული სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული „ეროვნული საშენი მეურნეობა“ აწარმოებდა, წარმატებით დასრულდა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის შემდგომი ეტაპი ტეროტორიის მოვლა -პატრონობას მოიცავს, რომელსაც ასევე „m² უძრავი ქონება“ დააფინანსებს. მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენა-გატყევების პროექტის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვიტგანახლებადი გარემოს შექმნაა. m²-ის აღნიშნულმა პროექტმა წლის მთავარი CSR ჯილდო მოიპოვა.

სხვა სიახლეები:
#გაამწვანე