გაამწვანე
თუ ხანძარმა 428 ხე გაანადგურა, რატომ ირგვება 3000 ხე-მცენარე?
Share
მთაწმინდის ფერდობის გატყევება 1930-იანი წლებში ხელოვნურად მოხდა. რადგანაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კლდოვანი ზედაპირია და იქ ნიადაგი არ გვხვდება, სარგავი ორმოები აფეთქებების შედეგად ამოიღეს. თავდაპირველად იქ 428-ზე ბევრად მეტი მცენარე იყო, მაგრამ წლების განმავლობაში აქ გაშენებული კულტურები ეტაპობრივად კვდებოდა. ხანძარმა კი - საბოლოოდ გაანადგურა. პროექტის ფარგლებში მოხდება უკვე არსებული ორმოების ამოსუფთავება, ადგილზე ახალი ნიადაგის შეტანა და ყველა არსებული ორმოს ათვისება.
რატომ შეირჩა მცენარეების მაინცდამაინც ეს სახეობები?
Share
მცენარეების შერჩევაზე ვრცლად წერია გატყევება-აღდგენის პროექტში. ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრაც გაიმართა ექსპერტებს შორის და აღნიშნული რვა სახეობის ხე-მცენარე სწორედ სპეციალისტების მოსაზრებების შეჯერების შედეგად შეირჩა. ჩამონათვალში არსებული ნარგავების დიდი ნაწილი ამ ფერდობზე ადრეც იყო გაშენებული და სწორედ ამიტომ მოხვდნენ სიაში. რაც შეეხება ადგილობრივ სახეობებს, ისინი იმიტომ შეირჩა, რომ გააჩნიათ თვითგანახლების კარგი უნარი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთაწმინდის ფერდობზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შესაქმნელად.
რომელ ეტაპებზე შემიძლია პროექტში მოხალისედ ჩართვა?
Share
მთაწმინდის გატყევების პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. დეტალების ნახვა აღდგენა-გატყევების პროექტში შეგიძლიათ. ვინაიდან ფერდობი საკმაოდ დაქანებულია, სამუშაოების დიდი ნაწილი მხოლოდ პროფესიონალების მიერ უნდა შესრულდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვით. რაც შეეხება ისეთ აქტივობებს, რომელიც არ შეუქმნის საფრთხეს მოხალისეებს, მათ შესახებ ამავე საიტზე გამოქვეყნდება წინასწარ და მითითებული იქნება მოხალისეთა საჭირო რაოდენობა. თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია, გახდეთ მოხალისე და მიიღოთ ინფორმაცია არა მხოლოდ დაგეგმილი აქტივობების, არამედ სხვა სიახლეების შესახებაც.
რომელი სპეციალისტები არიან ჩართულები ამ პროექტში?
Share
მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტი თბილისის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა შეადგინეს. გარდა ამისა, გაიმართა სამუშაო შეხვედრა გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარგის ექსპერტებსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს შორის შორის, რომლის შედეგადაც პროექტმა საბოლოო სახე მიიღო. იხილეთ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეთა სია: ბექა ბერძენიშვილი - ბოტანიკური ბაღი; ელიზავეტა ავოიანი - ბოტანიკური ბაღი; პაპუნა კაპანაძე - გარემოს დაცვის სამინისტრო; ილია აკობია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბოტანიკის ინსტიტუტი; ნიკოლოზ ლაჩაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბოტანიკის ინსტიტუტი; ნინო ერაძე - ბოტანიკური ბაღი; სვეტლანა ხმალაძე - ბოტანიკური ბაღი; ჯუმბერ იომიძე - ბოტანიკური ბაღი; ქეთი ჯიბლაძე - REC Causasus; თამარ თოლორდავა - GMG საქართველოს მწვანეთა მოძრაობა; ნინო სულხანიშვილი - GWP; ჯამბულ ქანთარია - გამწვანების სამსახური; თაზო დარჩიძე - ბოტანიკური ბაღი; ვახტანგ ბაბიძაშვილი - ბოტანიკური ბაღი; ანა ინასარიძე - CENN; ვლადიმერ ლატარია - ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური; სერგი სოფაძე - Ecovision; ქეთი ჟვანია - ecovision; სოსო ქარცივაძე - ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური; გიორგი წერეთელი - ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური.
რამხელა ნარგავები უნდა დარგოთ?
Share
„თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის" მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკომენდირებულია 3-4 წლის, 80 სმ-დან 1 მეტრამდე მცენარეების დარგვა, რომლებსაც უნდა ჰქონდეს დახურული ფესვთა სისტემა.
რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს?
Share
m²-ის მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში, რომელშიც საკონკურსო პირობას „თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის" სპეციალისტების მიერ შექმნილი დოკუმენტი წარმოადგენდა, გაიმარჯვა „სსიპ ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ".
რა გარანტია არსებობს, რომ რთულ პირობებში ნერგები გაიხარებენ?
Share
m² საკუთარ თავზე იღებს არა მხოლოდ მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე მცენარეების ჩარგვას, არამედ მათ მოვლა-პატრონობას 3 წლის განმავლობაში. სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულია ჩაანაცვლოს ის ხეები, რომლებიც ვერ გაიხარებენ.

მთაწმინდის ტერიტორიის 26 000 კვ.მ-ის ფართობზე 3000 ხე-მცენარე დაირგვება.

#გაამწვანე