გაამწვანე

მთაწმინდის ფერობის აღდგენაზე მუშაობა კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ დაიწყო.

მთაწმინდის ტერიტორიის 26 000 კვ.მ-ის ფართობზე 3000 ხე-მცენარე დაირგვება.

#gaamwvane
შემოგვიერთდი, გაამწვანე მთაწმინდა!
შენ შეგიძლია საკუთარი წვლილი შეიტანო მთაწმინდის ფერდობის გატყევებაში. გამოიწერე ჩვენი აქტივობები, დარეგისტრირდი მოხალისედ და ჩაერთე პროცესში.
ვრცლად
რას ვაკეთებთ?
ვამწვანებთ მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობს!
ჩვენი მიზანი მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენა-გატყევებაა. პროექტი მოიცავს ტერიტორიის დაკვალვასა და ტერასების მოწყობას, სარწყავი სისტემის მოწყობას, სარგავი ორმოების განახლებას, 3000 ხე-მცენარის დარგვას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნას.
აქტივობა
24.03.2018
12:00-14:00
ჩართული მოხალისეები
100/100
ვრცლად
24.03.2018
12:00-14:00
ჩართული მოხალისეები
100/100
პროექტის მიმდინარეობა
ტერიტორიის გაწმენდა
ბილიკების მოწყობა
სანერგე ორმოების მომზადება
ხე-მცენარეების ჩარგვა
მცენარეების მოვლა-მონიტორინგი
მედია ოთახი
კახა მაღრაძე
ჯეპრას პარტნიორი
ჩემთვის, როგორც PR-ის სპეციალისტისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის ქომაგისთვის, მთაწმინდის ფერდზე დამწვარი ტყის მასივის რეაბილიტაციის პროექტი, იმ სახით, როგორც ის m² -მა ჩამოაყალიბა, თანამედროვე, სწორი და ეფექტიანი CSR-ის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. პროექტი გრძელვადიან და მდგრად შედეგზე, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობასა და პროცესის ღიად წარმართვაზეა ორიენტირებული.
სერგი სოფაძე
„ეკოხედვის
m² -ის ინიციატივით, თბილისის 50 სკოლის ეკოკლუბში, ტყის ხანძრების პრევენციის პროგრამა დაინერგება. ტყის ხანძრების დაახლოებით 80% ადამიანის ფაქტორით არის გამოწვეული. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ხანძრის პრევენციის სახელმძღვანელო და სილაბუსი ეკოკლუბებისთვის. ჩატარდება ტრენინგები 50 სკოლის მასწავლებლებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მოზარდი თაობის ინფორმირებას ხანძრების პრევენციის შესახებ, ასევე გააძლიერებს ეკოკლუბების მუშაობას სკოლებში.
ნინო სულხანიშვილი
GWP-ის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსი
m² -ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი ტყის აღდგენის კონცეფცია, მდგრადი ლანდშაფტის პრინციბების გათვალისწინებით შემუშავდა. სპეციალისტების მიერ შეირჩა თბილისის კლიმატისადმი მდგრადი სახეობები. ლანდშაფტის გეგმარებისას გათვალისწინებული იქნა გარემოსდაცვითი და ვიზუალური ეფექტი, კორომის მდგრადობა როგორც მავნებელ-დაავადებების ასევე ხანძრების მიმართ, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ფერდობების სტაბილიზაციის ღონისძიებები.
ირაკლი ბურდილაძე
m² -ის გენერალური დირექტორი
გარემოზე ზრუნვა m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ამ მიმართულებით. მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტი განსაკუთრებით სამაგალითოა - ის მიზნად ისახავს ქალაქისთვის ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში უამრავი სპეციალისტი ჩაერთო, რაც მისი წარმატების გარანტიაა.
ეს საინტერესოა
ბალტიმორში მწვანე საფარის 10%-ით გაზრდას დანაშაულის 12%-ით შემცირება მოჰყვა. წყარო
წლის განმავლობაში 1 აკრ ტყეს შეუძლია გადაამუშაოს იმ რაოდენობის co2, რომელსაც მანქანა 40 000 კილომეტრის გავლისას გამოყოფს. წყარო
მსოფლიო ჟანგბადის 20%-ს ამაზონის ჯუნგლები გამოიმუშავებს. წყარო
ოფისში მომუშავეებს, რომელთა ფანჯრებიდანაც ხეები ჩანს, სტრესის ბევრად დაბალი დონე აღენიშნებათ. წყარო
ქალაქის პირობებში ხეები საშუალოდ 13 წლით უფრო ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ბუნებრივ გარემოში. წყარო
წლის განმავლობაში ადამიანი 30 მეტრის სიმაღლისა და 45 სმ-ის დიამეტრის მქონე ხის ექვივალენტ ხის პროდუქციასა და ფურცლებს მოიხმარს. წყარო
დიდ ხეს დღე-ღამის განმავლობაში ნიადაგიდან 350 ლიტრი წყლის შეწოვა და ჰაერში გამოყოფა შეუძლია. წყარო
ხეს წლის განმავლობაში 22 კგ-მდე ნახშირორჟანგის შეწოვა შეუძლია, რაც 45 წელიწადში 1 ტონა გადამუშავებულ ნახშირორჟანგს უტოლდება. წყარო
#გაამწვანე